კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს ვებგვერდი ისეა შექმნილი, რომ თქვენს შესახებ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია დამუშავდეს. ამ საიტს მართავს ააიპ ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი.
- საიტი არ იყენებს ქუქი-ფაილებს (cookies), ანალიტიკასა და თვალთვალის სხვა საშუალებებს. ის არ ტვირთავს მესამე მხარის სკრიპტებს, შრიფტებს ან ჩაშენებულ კონტენტს — ყველა ფაილი ამავე საიტიდან იტვირთება.
- საიტზე არ არის ფორმები და ის პერსონალურ მონაცემებს არ აგროვებს.
- საიტს მასპინძლობს GitHub Pages (GitHub, Inc.), რომელიც უსაფრთხოების მიზნით ინახავს ვიზიტორების IP მისამართებს. დაწვრილებით იხილეთ GitHub-ის კონფიდენციალურობის განცხადება (ინგლისურად).
- თუ მოგვწერთ მისამართზე hello@nkfund.world, თქვენს წერილსა და ელ. ფოსტის მისამართს მხოლოდ პასუხის გასაცემად გამოვიყენებთ და მესამე პირებს არ გადავცემთ.
- საბანკო გადარიცხვისას გადარიცხვის მონაცემები (მაგალითად, გამგზავნის სახელი და ანგარიში) ხელმისაწვდომია ჩვენთვის და ჩვენი ბანკისთვის, სს „საქართველოს ბანკისთვის“ — გადახდის შესასრულებლად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
- ბმულები Facebook-სა და Instagram-ზე ამ სერვისების გვერდებზე გადაგიყვანთ. მათ საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქვთ.
შეგიძლიათ გვკითხოთ, რა ინფორმაციას ვინახავთ თქვენს შესახებ, და მოითხოვოთ მისი გასწორება ან წაშლა. მოგვწერეთ: hello@nkfund.world.
ამ ტექსტს განვაახლებთ, თუ საიტის მუშაობაში რაიმე შეიცვლება.