ნიკო კვარაცხელიას ფონდი

ჩვენ შესახებ

ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაარსდა 2022 წლის იანვარში. ფონდი შეიქმნა მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მიერ.

ნიკო კვარაცხელიას პორტრეტი
ნიკო კვარაცხელია · Feedc-ის შემქმნელი

ნიკოს სახელს უკავშირდება არაერთი ინოვაციური პროექტი. მან შექმნა ლოკაციაზე დაფუძნებული პლატფორმა Feedc, რომლითაც დაამსხვრია მითი და დაამტკიცა რომ გლობალური პროექტები შესაძლებელია შეიქმნას ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც არის საქართველო და მოიცვას მთელი მსოფლიო.

ნიკო გლობალური ხედვის ადამიანი იყო და თავისი ღირებულებებით თანხვედრაში იმ მდგრადი განვითარების 17 მიზანთან, რაც ამჟამად მსოფლიო დღის წესრიგშია. შესაბამისად, ნიკოს ფონდიც მოემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს, იმისათვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის შექმნა. ფონდის მიზანია მიყვეს ნიკოს ხედვას და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს მათი შესაძლებლობების რეალიზაციაში. ამისათვის, ფონდი მხარს დაუჭერს ინოვაციურ პროექტებსა და განათლებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს.

ფონდი პროექტების ხელშეწყობის და დაფინანსების გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით. გამგეობაში არიან გაერთიანებული წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. სრულიად უცხო ადამიანებმაც კი გამოთქვეს ინიციატივა გვერდში დადგომოდნენ ნიკოს ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებს.

  • 2022დაარსდანიკოს ოჯახისა და მეგობრების მიერ
  • 12პროექტი და ინიციატივასტიპენდია · სპორტი · ტექნოლოგიები · განათლება

მხარდაჭერა

შემოგვიერთდი

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებაში, იხილეთ ქვემოთ მოცემული რეკვიზიტები.

კადრი ვიდეოდან

„ჩემთვის დიდი პატივია რომ ტერენტი გრანელის სტიპენდიას ნიკოს ფონდი აფინანსებს. ნიკო ჩემთვის დიდი მოტივაციაა“

საბა კალანდია · ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიანტი

საბანკო რეკვიზიტები

ერთი ანგარიში სამივე ვალუტისთვის

ანგარიშის ნომერი (IBAN)

GE93 BG00 0000 0533 7574 47

სს "საქართველოს ბანკი" · SWIFT BAGAGE22 · GEL · USD · EUR