პროექტის შესახებ
სტიპენდიანტი გახდა წალენჯიხელი ახალგაზრდა საბა კალანდია. „ჩემთვის დიდი პატივია რომ ტერენტი გრანელის სტიპენდიას ნიკოს ფონდი აფინანსებს. ნიკო ჩემთვის დიდი მოტივაციაა“, — საბა კალანდია.
„ცრემლი და ღიმილი მადლიერების, ერთდროულად ეხატებოდათ ადამიანებს სახეზე...მერე იყო ტაში და ისევ ნიკოს სინათლეზე საუბარი“
სტიპენდიანტები წლების მიხედვით
ფონდი ყოველ წელს ერთ გამორჩეულ სტუდენტს გრანელის სახელობის სტიპენდიით აჯილდოვებს. სტიპენდია გარდამავალია.
- 2022 — საბა კალანდია, წალენჯიხელი ახალგაზრდა.
- 2023 — ანა შელია, წალენჯიხელი წარმატებული სტუდენტი.
- 2024 — ნინო შელია, ახალგაზრდა წალენჯიხელი სტუდენტი, რომელსაც სტიპენდია მომავალ გრანელობამდე ანა შელიამ გადაულოცა.
- 2025 — ემა ლუკავა წალენჯიხიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი. ფონდმა ეს წალენჯიხაში სახალხო დღესასწაულის „წალენჯიხა – გრანელობა 2025“ გამართვის შემდეგ გამოაცხადა.


