ტექნოლოგიები

IT ლაბორატორია სოფელ ჯგალის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში

2022 წლის სექტემბერში ნიკო კვარაცხელიას ფონდის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით ნიკოს ოჯახმა დააფინანსა სოფელ ჯგალის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის IT ლაბორატორია.

მოსწავლეები ლეპტოპებთან ჯგალის სკოლის ახალ კომპიუტერულ ოთახში

პროექტის შესახებ

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო და ტექნიკურად აღიჭურვა სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების ოთახი, რომელიც 15 სექტემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელს ატარებს.

„სადაც ნიკოს სახელი გაიჟღერებს ეგ ნიშნავს ახალ გამოწვევებს, ახალ იდეებს, უკეთეს მომავალს, ეს ყველაფერი კი დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. სწორედ ამის დასტურია, რომ დღევანდელ დღეს ნიკოს [სახელობის ფონდის] დაფინანსებით ჯგალის სკოლაში გაიხსნა IT ლაბორატორია.“

— ლევან კვარაცხელია, სოფელ ჯგალის საჯარო სკოლის მასწავლებელი

მხარდაჭერა

შემოგვიერთდი

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებაში, იხილეთ ქვემოთ მოცემული რეკვიზიტები.

კადრი ვიდეოდან

„ჩემთვის დიდი პატივია რომ ტერენტი გრანელის სტიპენდიას ნიკოს ფონდი აფინანსებს. ნიკო ჩემთვის დიდი მოტივაციაა“

საბა კალანდია · ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიანტი

საბანკო რეკვიზიტები

ერთი ანგარიში სამივე ვალუტისთვის

ანგარიშის ნომერი (IBAN)

GE93 BG00 0000 0533 7574 47

სს "საქართველოს ბანკი" · SWIFT BAGAGE22 · GEL · USD · EUR