ჩვენი პროექტები

ერთად გან­ვა­ხორ­ციე­ლოთ მომავლის პროექტები

  1. ფერწერული ილუსტრაცია: პატარა გოგონა შეჰყურებს მუქ ღრუბელს ტალახით დაფარული, დანგრეული ხეობის თავზე; შორს პატარა სახლი ჩანს

    სტიპენდია

    სტიპენდია 2023 წლის შოვის ტრაგედიით დაზა­რა­ლე­ბული ოჯახის ბავშვისთვის

    ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდს მეორე წელია ჰყავს პატარა სტიპენდიანტი შოვის ტრაგედიით დაზარალებული ოჯახიდან.

  2. სპორტი

    ნიკო კვა­რაც­ხე­ლიას თასი 2024 — მინი-ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატი წალენჯიხაში

    ფონდმა მხარი დაუჭირა სპორტის მოყვარული ახალგაზრდების ინიციატივას — ნიკოს ხსოვნისადმი მიძღვნილ მინი-ფეხბურთის რეგიონულ ჩემპიონატს „ნიკო კვარაცხელიას თასი“ 2024.

  3. ბარათი „nkfund. × Digital Institute“: ორი ორგანიზაციის ლოგო მუქ ლურჯ-იისფერ ფონზე და წარწერა „Partnership, 2024 February“

    ტექნოლოგიები

    თანამ­შრომ­ლობა Digital Institute-თან

    2024 წლის თებერვალში ნიკო კვარაცხელიას ფონდმა Digital Institute-თან თანამშრომლობა გამოაცხადა. Digital Institute-ის ინიციატივით ფონდის მიერ შერჩეულ ახალგაზრდებს ერთი წლის განმავლობაში შეეძლოთ სრულიად უსასყიდლოდ გაევლოთ სასურველი კურსი.

  4. ჰაკათონის აფიშის კიდეებზე ჩამოჭრილი ფრაგმენტი მუქ ფონზე: სათაურის („Hackathon: AI, Blockchain & More“) და საპრიზო ფონდის ნაწილი, Startup Büro, „Powered by Gagra Ventures“ და SEU-ს, nkfund.-ისა და GAIA-ს ლოგოები; მეოთხე ლოგო კიდეზე ჩამოჭრილია

    ტექნოლოგიები

    ნიკო კვა­რაც­ხე­ლიას პრიზი

    ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი — The Nico Kvar Prize — პირველად Hack Days Georgia 2023-ზე გადაეცა. პრიზი 2024 და 2025 წლების ჰაკათონების გამარჯვებულებისთვისაც გამოცხადდა.

  5. ტექნოლოგიები

    Skillwill-ის კურსები წალენჯიხის IT სკოლის კურ­სდამ­თა­ვრე­ბუ­ლებს

    ფონდის ინიციატივით წალენჯიხის IT სკოლის ორ წარმატებულ კურსდამთავრებულს სწავლის შემდეგი ეტაპისთვის Skillwill-ის ონლაინ აკადემიის კურსები გადაეცა.

  6. Junior Tech-ის, UNICEF-ის, BTU-სა და nkfund.-ის ლოგოები შავ-თეთრ ფოტოზე, სადაც ორი ბავშვი ცერა თითებს მაღლა სწევს

    ტექნოლოგიები

    Junior Tech ინიციატივის მხარდაჭერა

    Junior Tech-ის ფარგლებში ნიკო კვარაცხელიას ფონდსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ფონდი სამ ბენეფიციარს ერთი წლის ვადით სასწავლო კურსს დაუფინანსებს.

  7. ფერად მაისურებსა და ყვითელ ჟილეტებში გამოწყობილი ბავშვები და ბურთით ხელში მამაკაცი ხელებაწეულები ზეიმობენ მინდორზე; კუთხეში სოფლის დაფა „ფხვენისი“, ქვემოთ წარწერა „ღია სახალისო ფეხბურთი სოფელ ფხვენისში“ და nkfund.-ის ლოგო

    სპორტი

    ღია სახალისო ფეხბურთი სოფელ ფხვენისში

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით სოფელ ფხვენისში, ოკუპაციის ზონიდან სულ რაღაც 7 კილომეტრში, პროექტ „ღია სახალისო ფეხბურთის“ ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა. სოფლის სკოლის მეორედან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ფეხბურთის მაისურები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცათ.

  8. ძველ ხის მაგიდაზე გადაშლილი წიგნი, რომელზეც პატარა ქოთნის მცენარე დგას; ფანჯრიდან მზის სხივები შემოდის, მარჯვნივ ძველებური საათია, ქვემოთ მარცხნივ nkfund.-ის ლოგო

    განათლება

    აჩუქე წიგნი — ფონდის მიერ წიგნების ყოველწლიური ჩუქება

    ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი დაარსების დღიდან ყოველწლიურად მონაწილეობს ინიციატივაში „აჩუქე წიგნი“. 2023 წელს ფონდის საჩუქარი შატილის მთის ბიბლიოთეკისთვის იყო განკუთვნილი, 2024 წელს — რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისთვის.

  9. პლატფორმა „სუპერგმირის“ ილუსტრაცია: ყვითელ მოსასხამებში გამოწყობილი ორი ზრდასრული ბავშვს ხელს უჭერს; წარწერა „სუპერძალა ერთობაშია“

    სტიპენდია

    თანამ­შრომ­ლობა პლატფორმა სუპერ­გმირ­თან

    2023 წლის იანვარში ნიკო კვარაცხელიას ფონდი პლატფორმა „სუპერგმირს“ დაუმეგობრდა და მას შემდეგ რამდენიმე ბავშვის სუპერგმირი გახდა.

  10. გლოვის შავი ლენტი შავ-თეთრ ფოტოზე, რომელზეც მაშველები ბათუმში ჩანგრეული შენობის ნანგრევებში მუშაობენ; წარწერა „ბათუმი 08.10.2021“

    სტიპენდია

    ბათუმის 2021 წლის ტრაგედიის შედეგად დაზა­რა­ლე­ბული 2 არა­სრულ­წლო­ვანი ბავშვის სტიპენდია

    ნიკოს ოჯახმა თანადგომის გამოხატვის მიზნით დაუფინანსა ორ არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალდა, ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია.

  11. საბა კალანდია — ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიანტი (კადრი ვიდეოდან)

    სტიპენდია

    ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდია

    2022 წლის ოქტომბერში ნიკო კვარაცხელიას ფონდის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით ნიკოს ოჯახმა დააფინანსა ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდია.

  12. მოსწავლეები ლეპტოპებთან ჯგალის სკოლის ახალ კომპიუტერულ ოთახში

    ტექნოლოგიები

    IT ლაბორატორია სოფელ ჯგალის ზოგად­სა­გან­მა­ნათ­ლებლო საჯარო სკოლაში

    2022 წლის სექტემბერში ნიკო კვარაცხელიას ფონდის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით ნიკოს ოჯახმა დააფინანსა სოფელ ჯგალის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის IT ლაბორატორია.

მხარდაჭერა

შემოგვიერთდი

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებაში, იხილეთ ქვემოთ მოცემული რეკვიზიტები.

კადრი ვიდეოდან

„ჩემთვის დიდი პატივია რომ ტერენტი გრანელის სტიპენდიას ნიკოს ფონდი აფინანსებს. ნიკო ჩემთვის დიდი მოტივაციაა“

საბა კალანდია · ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიანტი

საბანკო რეკვიზიტები

ერთი ანგარიში სამივე ვალუტისთვის

ანგარიშის ნომერი (IBAN)

GE93 BG00 0000 0533 7574 47

სს "საქართველოს ბანკი" · SWIFT BAGAGE22 · GEL · USD · EUR