პროექტის შესახებ
Junior Tech ბავშვთა და მოზარდთა უნარების განვითარების ინიციატივაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF საქართველოს) მხარდაჭერით წამოიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ნიკო კვარაცხელიას ფონდსა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ფონდი სამ ბენეფიციარს ერთი წლის ვადით სასწავლო კურსს დაუფინანსებს. სასწავლო მოდულები მოიცავს კიბერჰიგიენასა და ინტერნეტუსაფრთხოებას, ციფრული ტექნოლოგიის პრინციპებსა და ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსს.
Junior Tech-ის ფარგლებში სრული დაფინანსებით გადამზადდებიან სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები და მოზარდები, აგრეთვე ისინი, ვინც განრიდებისა და მედიაციის პროგრამებშია ჩართული.
ფონდმა 2023 წლის საქმიანობის შეჯამებისას Junior Tech-ის მხარდაჭერა განხორციელებულ პროექტებს შორის დაასახელა.

