პროექტის შესახებ
2023 წლის ივლისში ფონდმა სკოლის მოსწავლეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. ორ გამორჩეულ კურსდამთავრებულს, ნინოსა და ალექსის, ფონდმა Skillwill-ის სასწავლო კურსები გადასცა.
ფონდმა მადლობა გადაუხადა სკოლის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, ყველა ამ პროექტში ჩართულ ადამიანსა და Skillwill-ს მხარდაჭერისთვის.
ნიკოს ოცნება — უფრო სწორად, გეგმა — წალენჯიხაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა იყო. ფონდისთვის ეს პროექტი წარმატებული საწყისია ამ დიდი მიზნისკენ.
