ტექნოლოგიები

თანამშრომლობა Digital Institute-თან

2024 წლის თებერვალში ნიკო კვარაცხელიას ფონდმა Digital Institute-თან თანამშრომლობა გამოაცხადა. Digital Institute-ის ინიციატივით ფონდის მიერ შერჩეულ ახალგაზრდებს ერთი წლის განმავლობაში შეეძლოთ სრულიად უსასყიდლოდ გაევლოთ სასურველი კურსი.

ბარათი „nkfund. × Digital Institute“: ორი ორგანიზაციის ლოგო მუქ ლურჯ-იისფერ ფონზე და წარწერა „Partnership, 2024 February“

პროექტის შესახებ

ეს მნიშვნელოვანი შეთავაზებაა ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ტექნოლოგიების სფეროთი არის დაინტერესებული. პროგრამირების გარდა, Digital Institute მსურველებს 24 სხვადასხვა ციფრული პროფესიის კურსებს სთავაზობს, მათ შორის ტექ რეკრუტინგს, ბრენდინგსა და სტრატეგიას, ინტერიერის დიზაინს.

კურსებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ფონდისთვის ჯერ ელფოსტით უნდა მიეწერათ, მოგვიანებით კი ონლაინ განაცხადის ფორმა შეევსოთ. ფონდის თქმით, განაცხადების განხილვის შემდეგ ის ახალგაზრდებს დაუკავშირდებოდა. ფონდი მადლობას უხდის Digital Institute-ს.

ვრცლად Facebook-ზე

მხარდაჭერა

შემოგვიერთდი

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებაში, იხილეთ ქვემოთ მოცემული რეკვიზიტები.

კადრი ვიდეოდან

„ჩემთვის დიდი პატივია რომ ტერენტი გრანელის სტიპენდიას ნიკოს ფონდი აფინანსებს. ნიკო ჩემთვის დიდი მოტივაციაა“

საბა კალანდია · ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიანტი

საბანკო რეკვიზიტები

ერთი ანგარიში სამივე ვალუტისთვის

ანგარიშის ნომერი (IBAN)

GE93 BG00 0000 0533 7574 47

სს "საქართველოს ბანკი" · SWIFT BAGAGE22 · GEL · USD · EUR