From Facebook, 22 May 2026

ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ნიკოლოზობას გილოცავთ და უერთდება მარათონს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად.
News
Discover the Fund’s news and initiatives
The “AI, Blockchain & More” hackathon was scheduled for 14–16 November 2025, with a prize pool of $10,000. The winning team was to receive the Nico Kvar Prize and the chance of further investment from Gagra Ventures.

The Fund called on people to register for Hack Days 2024, a hackathon scheduled for 29 November to 1 December 2024 at the Business and Technology University in Tbilisi. The Nico Kvar Prize was once again to go to the winner.
On 24 February 2024, the Nico Kvaratskhelia Fund announced a partnership with Digital Institute. Young people selected by the Fund would be able to take a course of their choice within one year, completely free of charge.

Hack Days Georgia 2023 presented the Nico Kvar Prize, which was to be awarded every year thereafter to the best early-stage tech entrepreneurs from Georgia. Four more projects at the hackathon received grants.
In July 2023, the Fund congratulated the pupils of the Tsalenjikha IT school on successfully completing the programme and presented Skillwill courses to two outstanding graduates, Nino and Aleksi.
On 23 May 2023, the Nico Kvaratskhelia Fund announced that it and the Business and Technology University (BTU) had signed a memorandum of cooperation under Junior Tech. The Fund was to pay for a one-year course of study for three beneficiaries.

The Nico Kvaratskhelia Fund wishes you a happy Mother’s Day.

In December 2022, the Nico Kvaratskhelia Fund signed a memorandum with the Georgian investment group Energia.


ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ნიკოლოზობას გილოცავთ და უერთდება მარათონს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად.

📚 წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული "წალენჯიხა - გრანელობა 2025" გაიმართა.
ნიკო კვარაცხელიას ფონდი ყოველ წელს ერთ გამორჩეულ სტუდენტს გრანელის სახელობის სტიპენდიით აჯილდოვებს. სტიპენდია გარდამავალია…
წლევანდელ წელს, სტიპენდიის მფლობელი გახდა ემა ლუკავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი წალენჯიხიდან.
მადლობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას და თამარ ბელქანიას თანამშრომლობისთვის.
💫წარმატებები ემა ლუკავას ფონდის სტიპენდიანტს.

შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა, ორი ტკივილიანი წელი, ტრაგედია რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალგაზრდების, მცირეწლოვანი ბავშვების…
ტრაგედიამ დატოვა ენით აუწერელი ტკივილი და უამრავი კითხვა…
ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდს მეორე წელია ჰყავს პატარა სტიპენდიანტი დაზარალებული ოჯახიდან…

ანა შელიამ, 2023 წლის ტერენტი გრანელის სტიპენდიანტმა, რომელსაც ნიკო
კვარაცხელიას ფონდი აფინანსებს გადაულოცა მომავალ გრანელობამდე სტიპენდია ახალგაზრდა წალენჯიხელს, სტუდენტს ნინო შელიას…
Anna Shelia:
გილოცავთ წალენჯიხობა-ტერენტობას!
ეს დღე გრანელის სიდიადისა და სულისკვეთებას აღნიშნავს, რომლის შემოქმედებამაც შთააგონა თაობები.
იგი არამარტო პოეტი, არამედ გენიოსი იყო, რომლის აზროვნება დროისა და სივრცის განზომილებებს გასცდა. ამ დღეს პატივი უნდა მივაგოთ სულს, რომელიც დადიოდა ჩვენ შორის, პოეტს, რომლის სიტყვებიც სარკეც იყო და შუქურაც. ამ გამორჩეული მიწის ნიადაგიდან მან აიღო არა მხოლოდ შთაგონება, არამედ ღრმა ემოციური კავშირი, რომელიც აცოცხლებდა მისი ლექსების თითოეულ სტრიქონს. მისი სიდიადე მდგომარეობდა არა მხოლოდ გენიალურ აზროვნებაში, არამედ იმაში, თუ როგორ აქცევდა ჩვეულებრივ მომენტებს კაცობრიობის ღვთაებრივ ანარეკლად. ხედვით, რომელიც ჩვეულებრივის მიღმა იყო, მან მისი ბრძოლა და ემოციები რითმებში ჩააქსოვა.
მან გადაინაცვლა სხვა სამყაროში, ახალ განზომილებაში, მაგრამ დიადი მემკვიდრეობა დატოვა. ამ დღეს პატივი უნდა მივაგოთ იმ ღრმა ემოციურ კავშირსაც, რომელიც მან დაამყარა ამ ადგილთან, რომელსაც ჩვენ სახლს ვუწოდებთ.
იგი იდგა განცალკევებით, მაგრამ რთულად მიბმული ამ ადგილას როგორც ალქიმიკოსი, რომელიც ამქვეყნიურს არაჩვეულებრივად გარდაქმნის მისი ხედვის ობიექტივიდან.
ამ დღეს დამატებით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ მხრივ, რომ ქალბატონი Iza Omadze, წარჩინებულ სტუდენტს გენიალური, ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდიას გადასცემს.
ამაყი, ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ წინა წელს მერგო პატივი გავმხდარიყავი ამ დიდებული სტიპენდიის მფლობელი. უდიდესი სიამაყისა და პასუხისმგებლობის გრძნობით მავსებს იმის ცოდნა, რომ ეს სტიპენდია ატარებს მართლაც ღირსშესანიშნავი, გონიერი, პროგრესულად მოაზროვნე, დიდი პოტენციალის მქონე გენიალური ნიკო კვარაცხელიას სახელს. ამ ძვირფასი ჯილდოს გადმოცემა იყო ჩემში არსებული პოტენციალის რწმენისა და ნდობის დასტური, რაც მაძლევს მოტივაციას გავაგრძელო ჩემი განათლების განვითარება განახლებული ენერგიითა და ფოკუსირებით. ჩემს აკადემიურ გზაზე მოგზაურობისას, თან ვატარებ ,, მომავლის ბიჭის’’ ხსოვნას და მთელი ენთუზიაზმით ვცდილობ მივყვე იმ ღირებულებებს, რომელიც მან გამოავლინა - თავდადება, კრეატიულობა და ცოდნისადმი შეუჩერებელი სწრაფვა.
სრულფასოვნად ვერ გამოვხატავ, რამდენად მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. ეს რწმენა აძლიერებს და უფრო ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი განათლება და დადებითი წვლილი შევიტანო საზოგადოების ცხოვრებაში. გპირდებით, რომ პატივს ვცემ მის ინტელექტუალურ მემკვიდრეობას გულმოდგინედ შრომით, ახალგაზრდების მხარდაჭერითა და მუდმივი სწრაფვით ინოვაციებისკენ.
ცხოვრებაში როგორ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო და რამდენი ჯილდოც არ უნდა მივიღო, ყოველთვის სიამაყით ვიტყვი და გავიხსენებ იმას, რომ მე ,, მომავლის ბიჭის” ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდიანტი ვიყავი. დიდი მადლობა ქალბატონო იზა, რომ მომანიჭეთ ეს პატივი და ბედნიერება.
დიდი მადლობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ გია ხარჩილავას, მერის მოადგილეებს: ქალბატონ თამარ ბელქანიასა და ბატონ ივანე ბურდულს, აგრეთვე კულტურის ცენტრს ამ მნიშვნელოვანი ტრადიციის დამკვიდრებითვის!
,,ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.”

📌ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი 2023 წლის საქმიანობას აჯამებს და წარმოგიდგენთ განხორციელებულ პროექტებს:
🔹Hack Days Georgia 2023-მა განსაკუთრებული სიამაყით წარადგინა ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი - The Nico Kvar Prize, რომელიც წელს პირველად გადაეცა და შემდეგ უკვე ყოველწლიურად გადაეცემათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დამწყებ ტექ-ენტრეპრენერებს საქართველოდან!
ჰაკათონის ფარგლებში კიდევ 4 წარმატებულ პროექტს გადაეცა გრანტი. ღონისძიება, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდის, აგროთენქის, ბიზნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), Gagra Ventures, Feedc Georgia-ს, TBC სტარტაპერის, GITA-ს და შვედეთის მთავრობის Sida - Styrelsen för Internationellt Utvecklingssamarbete მხარდაჭერით გაიმართა.
🔹თანამშრომლობა პლათფორმა
სუპერგმირთან — ფონდი სამი ბავშვის სუპერგმირია.
🔹ნიკო კვარაცხელიას ფონდი JUNIOR TECH ინიციატივის მხარდამჭერია! გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF საქართველოს) მხარდაჭერითა და BTU-ს ინიცირებული პროექტის Junior Tech-ის ფარგლებში, ნიკო კვარაცხელიას ფონდსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Junior Tech-ის სამიზნე ჯგუფები არიან: სოციალურად დაუცველი ბავშვები; შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები; სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვები; ბავშვები, რომლებიც ჩართულნი არიან განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში.
🔹ფონდის მიერ დაფინანსებული, ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის მფლობელი გახდა წალენჯიხელი წარმატებული სტუდენტი, ანა შელია.
🔹ფონდის ინიციატივით, წალენჯიხის IT სკოლის ორ წარმატებულ კურსდამთავრებულს, სწავლის შემდეგი ეტაპისთვის გადაეცა კურსები სქილვილის ონლაინ აკადემიაში.
🔹გარდა ამისა არაერთი საგანმანათლებლო მხარდაჭერა იქნა გამოხატული ფონდის მიერ.
🔹მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას, რომელიც ჩვენი არაერთი პროექტის მხარდამჭერია.
🛳️📚მომავალი წლისთვის დღის წესრიგში დგას გემი ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია ანაკლიაში, სადაც ბიბლიოთეკა განთავსდება, პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ თქვენი წლვლილის შეტანა.
🌟წლევანდელი წელი ფონდის საქმიანობაში იყო ურთულესი მაგრამ ძალიან ნაყოფიერი, ბევრი ახალგაზრდისთვის კი მოტივაციის და ახალი საქმის დაწყების ტრამპლინი.
Follow the Fund’s news and events on Facebook and Instagram.
Support
If you would like to join us in carrying out the projects the Fund supports, please see the bank details below.

“It is a great honour for me that Nico’s Fund finances the Terenti Graneli Scholarship. Nico is a great motivation for me.”
One account for all three currencies
Account number (IBAN)
GE93 BG00 0000 0533 7574 47
JSC Bank of Georgia · SWIFT BAGAGE22 · GEL · USD · EUR