Hack Days Georgia 2023-ზე ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი პირველად გადაეცა

Hack Days Georgia 2023-მა წარადგინა ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი — The Nico Kvar Prize, რომელიც შემდგომში ყოველწლიურად უნდა გადასცემოდა საქართველოს საუკეთესო დამწყებ ტექნოლოგიურ მეწარმეებს. ჰაკათონზე გრანტი კიდევ ოთხმა პროექტმა მიიღო.

სიახლის ტექსტი

2023 წლის 22 დეკემბერს, წლის საქმიანობის შეჯამებისას, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდმა აღნიშნა, რომ Hack Days Georgia 2023-მა განსაკუთრებული სიამაყით წარადგინა ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი — The Nico Kvar Prize. პრიზი 2023 წელს პირველად გადაეცა, შემდგომში კი ყოველწლიურად უნდა გადასცემოდა საქართველოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო დამწყებ ტექნოლოგიურ მეწარმეებს.

ჰაკათონის ფარგლებში გრანტი კიდევ ოთხმა წარმატებულმა პროექტმა მიიღო. ღონისძიება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდის, აგროთენქის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), Gagra Ventures-ის, Feedc Georgia-ს, TBC სტარტაპერის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით გაიმართა.

ვრცლად პროექტის შესახებ

ვრცლად Facebook-ზე

მხარდაჭერა

შემოგვიერთდი

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებაში, იხილეთ ქვემოთ მოცემული რეკვიზიტები.

კადრი ვიდეოდან

„ჩემთვის დიდი პატივია რომ ტერენტი გრანელის სტიპენდიას ნიკოს ფონდი აფინანსებს. ნიკო ჩემთვის დიდი მოტივაციაა“

საბა კალანდია · ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიანტი

საბანკო რეკვიზიტები

ერთი ანგარიში სამივე ვალუტისთვის

ანგარიშის ნომერი (IBAN)

GE93 BG00 0000 0533 7574 47

სს "საქართველოს ბანკი" · SWIFT BAGAGE22 · GEL · USD · EUR