სიახლის ტექსტი
2024 წლის 24 თებერვალს ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდმა Digital Institute-თან თანამშრომლობა გამოაცხადა. Digital Institute-ის ინიციატივით ფონდის მიერ შერჩეულ ახალგაზრდებს ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებოდათ, სრულიად უსასყიდლოდ გაევლოთ სასურველი კურსი. ფონდის თქმით, ეს მნიშვნელოვანი შეთავაზებაა ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ტექნოლოგიების სფეროთია დაინტერესებული. ფონდმა მადლობა გადაუხადა Digital Institute-ს.
განცხადების თანახმად, პროგრამირების გარდა Digital Institute 24 სხვადასხვა ციფრული პროფესიის კურსებს სთავაზობდა, მათ შორის ტექ რეკრუტინგს, ბრენდინგსა და სტრატეგიას, ინტერიერის დიზაინს. პროგრამას უძღვებოდნენ ლექტორები, რომლებსაც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიმართულებით ნამუშევარი ჰქონდათ Google-ში, Amazon-ში, Microsoft-ში, Tesla-ში, Toptal-ში, EPAM-სა და სხვა კომპანიებში.
კურსებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ფონდისთვის ელფოსტით უნდა მიეწერათ, ფონდი კი განხილვის შემდეგ მათ დაუკავშირდებოდა. 6 მარტს ფონდმა ახალგაზრდებს კვლავ შეახსენა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში Digital Institute-ის კურსის გავლა სრული დაფინანსებით შეეძლოთ, და დაინტერესებულებს ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება სთხოვა.

