სიახლის ტექსტი
2023 წლის 23 მაისს ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდმა გამოაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF საქართველოს) მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ ინიცირებული პროექტის — Junior Tech-ის — ფარგლებში ფონდსა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ფონდი სამ ბენეფიციარს ერთი წლის ვადით სასწავლო კურსს დაუფინანსებდა. 24 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სასწავლო მოდულები კიბერჰიგიენასა და ინტერნეტუსაფრთხოებას, ციფრული ტექნოლოგიის პრინციპებსა და ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსს მოიცავდა.
Junior Tech BTU-სა და UNICEF საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა ბავშვთა და მოზარდთა უნარების განვითარებისთვის. მის ფარგლებში სრული დაფინანსებით გადამზადდებოდნენ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართული ბავშვები და მოზარდები.

